ქართული ( IV კლასი)
1. როგორ გესმის გამოთქმა: ,,სიცილი დააყარა’’?
ა)
უსაყვედურა;
ბ)
არაფრად ჩააგდო;
გ)
დასცინა;
2 ვინ არის ავტორი ლექსისა : ,,საქართველოო ლამაზო”?
ა)
ანა კალანდაძე;
ბ)
გრიგოლ ორბელიანი;
გ)
ილია ჭავჭავაძე;
3. რამდენი ბრუნვაა ქართულ ენაში?
ა)
6;
ბ)
8;
გ)
7;
4. დაასრულე წინადადება!
ადამიანის თვისებების გადატანას უსულო საგნებსა და ცხოველებზე------------------- ჰქვია.
5. რომელი ბრუნვის ნიშანია- ,,ი’’?
ა)
სახელობითის;
ბ)ნათესაობითის;
გ)
მიცემითის;
6. მურმან ლებანიძის ლექსში ,,დიღმის ბოლოს ჭალებში ვარ” ნახსენებია სიტყვა- ზიზილები, რას ნიშნავს ის.
ა)
ახალ ნივთს;
ბ)
ყვავილს;
ბ)
ზიზღს;
7. დაასრულე წინადადება!
სახელის დაბოლოების ცვლას --------------------- ჰქვია.
8. აირჩიე ანდაზაში გამოტოვებული სიტყვა და ჩასვი სათანადო ფორმით!
დარდი, ლხინი, სიცილი.
ჭირი ------------------ მოზიარეაო.
9. დაასრულე ვაჟა-ფშაველას ლექსი ,, ის კი არ არის ბიჭობა”:
ის კი არ არის ბიჭობა
რო გამაგრებდნენ, მაგრობდე.
--------------------------------------
--------------------------------------
10. გაასწორე შეცდომა!
ეს ზღაპარი ბავშვობაში დედაჩემა მიამბო.
--------------------------------------------------------------------
11. რომელია სექტემბრის ძველი სახელწოდება?
ა)
გიორგობისთვრ;
ბ)
ღვინობისთვე:
გ)
ენკენისთვე;
12. წინადადებაში:,,იაკობმა კეთილი საქმეები გააკეთა.”რომელი სიტყვაა მრავლობით რივხვში?
ა)
საქმეები;
ბ)
გააკეთა;
გ)კეთილი;
13. როგორ
გესმის გამოთქმა: ,,ხერხი იხმარა”?
ა)
გახერხა;
ბ)
მოიფიქრა;
გ)
შეუთანხმდა;
14. რომელ ბრუნვაშია საკუთარი სახელი: ნინო!
ა)
სახელობითში;
ბ)
წოდებითში;
გ)
მიცემითში;
15. ვინ არის ავტორი მოთხრობისა: ,,ტომ სოიერის თავგადასავალი”?
ა)
აკაკი წერეთელი;
ბ)
მარკ ტვენი;
გ)
ლუის კეროლი;
16. გაასწორე შეცდომა:
მან მრავალი წიგნები შეადგინა.
----------------------------------------------------------------------------
17. მოცემულ წინადადებაში შეცვალე ჟარგონი გამართული ქართული გამოთქმით!
მაგრად გამიტყდა, სახლში მარტო რომ დამტოვეს.
----------------------------------------------------------------------------------------------
18. ჩასვი ზმნა ,, მღერის” მომავალ დროში!
ა)
იმღერა;
ბ)
იმღერებს;
გ)
უმღერია;
19. სად დაიბადა ილია ჭავჭავაძე?
ა)საგურამოში; ბ)
ყვარელში;
გ)
გორში;
20. ჩასვი პირველი პირის მრავლობით რიცხვში ზმნა ,,თამაშობს”!
ა)
ვთამაშობ;
ბ)
თამაშობენ;
გ)
ვთამაშობთ;
21. გაიხსენე იოსებ გრიშაშვილის ლექსი,,ონავარი”. რას ადარებს პოეტი ღრენია ანუ უხეშად მოლაპარაკე ბავშვს?
ა) ძაღლს; ბ) კატას; გ) ლომს;
22.რომელია
სწორად დაყოფილი ?
ა) გამოხვედ-ი;
ბ)
გამ-ოხვ-ედი; გ)გა-მო-ხვე-დი;
23.ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,მთა და ბარის” მიხედვით რანი არიან მთა და ბარი ერთმანეთისთვის?
ა) დები;
ბ)
ძმები;
გ)
ბუნების შვილები;
24. გადაშალე ზედმეტი სიტყვა!
ა)თავზარდაცემული მტერი სირბილით გარბოდა;
ბ)მხედარმა უკან უკუაქციეს მტერი;
გ)მეფე წინ მიეგება გამარჯვებულ მეომრებს;
25. რა
არის ეპიტაფია?
ა)
წარწერა საფლავის ქვაზე;
ბ)
მოთხრობა; გ)გვარი;
26.წაიკითხე დავით აღმაშენებლის ეპიტაფია:
,,ვის ნაჭარმაგებს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა იქით გამეხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აეწ ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს’’.
ეპიტაფიაში დავითის რომელი საქვეყნო საქმეები ჩანს?
ა)
გახიზნული ხალხის დაბრუნება;
ბ)
ურჩი თავადების დასჯა;
გ)
დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება;
27. როგორ გესმის გამოთქმა:,, ჭკუა არ უჭრის”?
ა)
უსამართლოა;
ბ)
უსონათლოა;
გ)
მიუხვედრელია;
28. ქვემოთ
ჩამოთვლილი სიტყვები სწორად გაანაწილე ცხრილში!
დანავარდობდა, დახტის, შეევედრება, მიაღწია, წუხს, ხედავს, მოითმენს, მისდევს,
დაწერს,ამოვიდა.
აწმყო
|
წარსული
|
მომავალი
|
29. ვინ იყო რობინ ჰუდი?
ა)
მწერალი;
ბ)
მეზღაპრე;
გ)
ტყის ყაჩაღების წინამძღოლი;
30. ყურადღებით
წაიკითხე წინადადება და გაასწორე!
ბავშვებმა ფრთხილათ მოსინჯეს იარაღი.
--------------------------------------------------------------
ქართული
( IV კლასი)
1.
გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავი ,,ქურდი და მკერავი”, რა ჩასცხო მკერავმა პირში თავის შვილს.
ა)
დანა; ბ)
მაკრატელი; გ)
ნაჭერი;
2.ჩასვი
ზმნა ,,ანათებს” წარსულ დროში!
ა)
ანათებენ;
ბ) ანათებდა;
გ)
გაანათებს;
3.დაასრულე ილია ჭავჭავაძის ლექსი:
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე,
––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––
4. დააკვირდი ნიმუშს! ისრით მიუთითე,
რომელი ზმნა რომელ მიმართებას გამოხატავს!
ადის
აქედან იქით
მიდის
იქიდან აქეთ
ჩადის
ქვევიდან ზევით
შედის
გარედან შიგნით
გადის
ზევიდან ქვევით
მოდის
შიგნიდან გარეთ
5. როგორ გესმის გამოთქმა:,,წარბი გახსნა”?
ა) სახეს კარგად დააკვირდა;
ბ)
წარბებთან ტკივილი იგრძნო;
გ)
კარგ ხასიათზე დადგა;
6. ანა კალანდაძის ლექსის მიხედვით,,შემოდიოდა ჩვენში კალანდა”, რომელი ხე ან სიმბოლოა ახალი წლის განუყოფელი ნაწილი?
ა) ნაძვის ხე; ბ)
ჩიჩილაკი;
გ)
კაკალი;
7.აირჩიე რომელია სწორი?
ა)
დედა-შვილობა; ბ)
დედაშვილობა; გ)
დედა და შვილობა;
8.მიუწერე სხვანაირად როგორ იტყვი!
პედაგოგი
----------------------
სასწავლებელი --------------------
შეგირდი
-----------------------
ეპისკოპოსი --------------------
9.ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,კაცია ადამიანი?!” მიხედვით, რას ვერ ხვდებოდნენ ლუარსაბი და დარეჯანი?
ა) იმას,რომ ბოზბაში და ჩიხირთმა ორივე გემრიელია.
ბ) იმას, რომ ოჯახში კამათი არ სეიძლება.
გ) იმას,რომ ღორმუცელობითა და უსაქმურობით არისხებდნენ ღმერთს.
10. რომელია კუმშვად-კვეცადი სახელი?
ა) ქარხანა; ბ)
ღამურა;
გ)
დედა;
11.სად დაიბადა აკაკი წერეთელი?
ა)
სხვიტორში;
ბ)
სავანეში;
გ)
ქუთაისში;
12. მიუწერე სინონიმები!
დეფექტი --------------------
კლინიკა -------------------
შეუხედავი ---------------------
წმინდა -------------------------
13. ვის ეკუთვნის სიტყვები:,, ეს ვახშამიც გადავაგორეთ, ახლა ხვალინდელ დღეზეც ვიფიქრო! ხვალ რაღა ვჭამოთ?
ა) ლუარსაბს;
ბ)
დარეჯანს;
გ)
ლამაზისეულს;
14. ჩასვი წინადადებაში შემდეგი სიტყვები შესაბამისი ფორმით:მკურნალი, ქალაქი, ცხენი.
ა) სნეული დავბრუნებულვარ,----------------------- შემეყარეო.
ბ )ვირს უნაგირი ------------------------ ვერ აქცევსო.
გ) მეოცნებე ბიჭი თავს ზღაპრულ --------------------------------- წარმოიდგენდა ხოლმე.
15. რას
ეწოდება ანტონიმები?
----------------------------------------------------------------------------------------------------
16. გაიხსენეთ ვაჟა- ფშაველას ლექსი ,,თმაგრძელა- ჭკუათხელა”. პოეტი აღნიშნავს, რომ მთაში ნესვი არ ხარობს. რა აზრის დასადასტურებლად მოჰყავს ეს მაგალითი?
ა) იმის, რომ მთაში ნესვი არ უყვართ.
ბ) იმის,რომ ბუნების წესს ვერავინ შეცვლის.
გ)
იმის რომ მთის ბუნება მკაცრია.
17. მიუწერე ანტონიმები!
მშიშარა -----------------------------------------
მდიდარი ---------------------------------------
განათლებული ---------------------------------
ტყუილი
----------------------------------------
18 მოცემულ ფრაზებს მიუწერეთ ერთსიტყვიანი ახსნა!
ა)თვალს მოჰკრავს ------------------------------
ბ)ენას მუცელში ჩაიგდებს ------------------------
19. ისრით დაუკავშირე. რომელ კრებულს რა ჰქვია?
ცხვრებისას
რემა
ძროხებისას
ნახირი
ღორებისას
ფარა
ცხენებისას
კოლტი
20. ,, სოფელ ჩარგალში დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, მან ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ თბილისის და გორის საოსტატო სემინარია”.
რომელ მწერალზეა საუბარი?
ა) აკაკიზე;
ბ)
ვაჟაზე;
გ)
საბაზე;
21 . ჩასვი მე-3 პირის მრავლობით რიცხვში: ,, ლაპარაკობს”.
ა)
ლაპარაკობენ;
ბ)
ვლაპარაკობთ;
გ)
ლაპარაკობთ;
22.მოუძებნე მაკავშირებელ სიტყვებს თავიანთი ადგილი და ჩაწერე!
ხან ... ხან, თუ, რომ, და.
ა)
ყველამ ვიცით,______ ზამთარი
მთაში გრძელი _______ მკაცრია.
ბ)ია ________ არ ამოვა,
წიფლის ჩიტა ვერ გაიხარებს.
გ)
გაზაფხულზე ________ წვიმს, _______ დარია.
23. გაიხსენე ხალხური თქმულება ,,ამირანის ბოლო ორთაბრძოლა” და დაასრულე წინადადება!
ღმერთმა ამირანი დასაჯა, რადგან ___________________________________________
24. მიუწერე ზმნებს შესაბამისი ზმნისწინები!
ა)დავითმა ქვეყნის მტერი ___ წყვიტა.
ბ)ნუკრმა ხის ტოტიდან ნორჩი ფოთოლი ___წყვიტა.
გ)
ვაჟას ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ გული საშინლად ___სწყვიტა.
25. .ანდაზებში დაშვებული შეცდომები გაასწორე!
ა)კარგი შვილი დედ–მამის მაგინებელიაო. __________________________________________
ბ)
ნასწავლი კაცი უტარო ცულიაო __________________________________________________
გ)
ძველი მეგობარი გაიჩინე, ახალს ნუ დაივიწყებო.__________________________________
26. სწორად გაანაწილე სიტყვები:კრიალა, ანკარა.
ა)გაზაფხულზე მთის____________ წყაროები
მრავლად გაჩნდა.
ბ)ნაკადულის ფსკერზე ___________ კენჭები
მოჩანდა.
27. გაასწორე შეცდომები!
ა)
ცივმა ქარმა დაუბერა და ძაან აცივდა __________________________________________
ბ)
გუშინდელმა შეხვედრამ კარგათ ჩაიარა _______________________________________
გ)
გზა და გზა ბევრი ყვავილი დავკრიფე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
28. დააკვირდი ადამიანის სახელს და გაასწორე:
ლევანის ცხენით ჯირითი მოსწონს.___________________________________________
29. რას ნიშნავს გამოთქმა:,, ფეხი აითრია“
ა)
დაიგვიანა;
ბ)
დაეზარა;
გ)
დაზარალდა;
30. შეარჩიე შესაფერისი სიტყვა:
შემოდგომა დადგა და დღემ –––––––––––– დაიწყო.
ა)
დაცოტავება; ბ) კლება; გ)
შემცირება;
No comments:
Post a Comment